2024 წლის 11 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა UNESCO - მიერ დაწესებული მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვილი საზეიმო სხდომა, რომელზეც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვა საქართველოში მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მეცნიერები სამეცნიერო საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის. მათ შორის, სამედიცინო მორფოლოგიის დარგში მიღწეული წარმატებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი გადაეცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროს სპეციალისტს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ თანამშრომელს მანანა კაკაბაძეს. ვულოცავთ მას ამ საპატიო ჯილდოს.
თსუ მედიცინის ფაკულტეტი